background

მისია

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის (IDIT)  მისია უკავშირდება ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული გამოწვევების და პრობლემების გადაჭრის გზით პოზიტიური ცვლილებებისა და შედეგების მიღწევას საზოგადოების სრულფასოვანი განვითარებისა და წინსვლისათვის.

ამისათვის, ორგანიზაცია ისახავს შემდეგ მიზნებს:

  • ინფორმაციული  ტექნოლოგიების  შესახებ ცნობიერების  ამაღლება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
  • საერთაშორისო  სტანდარტების  დანერგვისა  და  წარმატებული  პრაქტიკის  გაზიარების ხელშეწყობა;
  • ინფორმაციული  ტექნოლოგიებისა  და  უსაფრთხოების  შესახებ  ადვოკატირების  გზით სამართლებრივი ბაზის შექმნა/დახვეწა;
  • მოქალაქეთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის ხელშეწყობა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობა;
  • ადამიანის ღირსებების, უფლებების, თავისუფლებების დაცვა და მოქალაქეთა ინტერესთა ადვოკატირება;