background

კონფერენცია -"შეუზღუდავი შესაძლებლობები ონლაინსივრცეში"

9 მაის 2017

14 მაისს, თბილისის ტექნოპარკში, 14:30-დან 19:00 საათამდე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის, პროექტ "კალდრას" თანაორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართება კონფერენცია "შეუზღუდავი შესაძლებლობები ონლაინსივრცეში".

კონფერენცია IDIT-ის პროექტის - „ციფრული მთავრობა“ (Digital Gov) -ის ნაწილია, რომლის მიზანსაც საქართველოს ონლაინსივრცის სტანდარტიზება და მთავრობის მხრიდან ამ სივრცის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო ეფექტიანი უზრუნველყოფის ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებული აქტივობები - სიმულაციები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა. – “შეუზღუდავი შესაძლებლობები ონლაინსივრცეში” კონფერენცია შეეხება შშმ პირთა მიერ ონლაინსივრცით სარგებლობის პრაქტიკულ, საგანამანათლებლო და ტექნიკურ ასპექტებს.

ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვლენ როგორც ტექნიკური ნაწილის, ასევე ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და თავად შშმ პირები, რომლებიც საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართული ონლაინსივრცის  ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება IDIT-ის " ხმოვანი ვებგვერდის" პრეზეტაცია და დისკუსია შემდეგ საკითხებზე:

  • წამკითხველი პროგრამების გამოყენება და ოპტიმიზაციის პერსპექტივები საქართველოში;
  • ინტერნეტის ხელმისაწვდომობის სტანდარტები და ქართული ონლაინსივრცის მიმოხილვა;
  • ვები მათთვის, ვინც უსმენს: ბლოგების ადაპტირებული სისტემა;
  • მეტყველების სინთეზი;
  • მეტი შესაძლებლობები უსინათლო დეველოპერებს.

დაინტერესებული პირებისთვის დასწრება თავისუფალია, თუმცა საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების ლინკი ან დაგვიკავშირდით:

pr@idit.ge

www.idit.ge  

+995 32 2 560 561