background

საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017-2018 წლების ეროვნული სტრატეგიის სარეკომენდაციო დოკუმენტი

1 აპრ 2017

საქართველოში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საჭიროება პირველად 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას განისაზღვრა, როდესაც საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა კიბერაგრესიის ძალა. მას შემდეგ კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია შესაბამისი უწყებების მიერ უკვე ორჯერ შემუშავდა, უკანასკნელად - 2017 წლის იანვარში და აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტში ხაზგასმულია კიბერუსაფრთხოების სფეროში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაც.

გთავაზობთ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებულ სარეკომენდაციო დოკუმენტს საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017-2018 წლების ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით.

მოცემულ დოკუმენტში განხილულია სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის 4 ძირითადი მიმართულება. ეს მიმართულებებია: ანალიზი და კვლევა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სამართლებრივი ბაზის შექმნა და დახვეწა და საერთაშორისო თანამშრომლობა. 

იხილეთ დოკუმენტი