background

ტრენინგი "ინფორმაციული უსაფრთხოება მედიაში"

13 დეკ 2017

12 დეკემბერს ა(ა)იპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის“ ორგანიზებითა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე. ტრენინგი წარმოადგენს IDIT-ის პროექტის, „ინფორმაციული უსაფრთხოება მედიაში“ საპილოტე ვერსიის ნაწილს.

ტრენინგის პირველ ნაწილს გაუძღვა IDIT-ის აღმასრულებელი დირექტორი, ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გვასალია, რომელმაც მონაწილეებს გააცნო კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ინფორმაციული უსაფრთხოების თანამედროვე ტენდენციები და მინიმალური მოთხოვნები, უსაფრთხო ბროუზინგის პრინციპები და ა.შ.  მეორე ნაწილი  Infosec Georgia-ს დამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა, გიგია წიკლაურმა ისაუბრა კიბერდანაშაულის ზრდის ტენდენციისა და სპეციფიკის, ინფორმაციული უსაფრთხოების ორგანიზაციული სტანდარტებისა და კონკრეტული პოლიტიკებისა შემუშავებისა და დანერგვის პროცესების შესახებ.

ტრენინგი დისკუსიის ფორმატში ჩატარდა და მონაწილეებს მიეცათ მათთვის საინტერესო საკითხებზე სპეციალისტებისგან სათანადო რჩევებისა და რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობაც.

პროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოება მედიაში“ მიზნად ისახავს ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონულ დონეზე მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებასა და ამ მიმართულებით მათ გადამზადებას არსებულ გამოწვევებთან უკეთ გასამკლავებლად. ტრენინგების სერიის შემდეგ პროექტის ფარგლებში იგეგმება სპეციალურად მედიისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ვებგვერდის - www.mediasec.ge - შექმნა.