background

ადვოკატირება

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კონკრეტული სოციალური ჯგუფებისა თუ ინდივიდების უფლებების დაცვა ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, აუცილებელია არასამთავრობო სექტორის მხრიდან ამ ჯგუფების ინტერესებისა და უფლებების ადვოკატირება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი. ამ მიმართულებით ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი აწარმოებს კამპანიებს და კვლევებს და თანამშრომლობს შესაბამისი პროფილით მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა სტრუქტურული ცვლილებების ხელშეწყობით სახელმწიფო დონეზე გაიზარდოს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი.