background

თანამშრომლობა

არასამთავრობო სექტორის საკვანძო როლი საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აღწერილია 2017-18 წლების კიბერუსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშიც, ხოლო, საზოგადოდ - ტექნოლოგიების განვითარებაში - ხსენებული სექტორის მიერ შესატანი წვლილი არანაკლებ მნიშვნელოვანია.

იქიდან გამომდინარე, რომ უშუალოდ ზემოხსენებული მიმართულებებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი საქართველოში საკმაოდ მცირეა, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ამ პროფილით საქმიანობის პოპულარიზაციას, ხოლო მეორე მხრივ - უკვე არსებულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას საერთო ამოცანების ეფექტიანად გადასაჭრელად.

შესაბამისად, ჩვენი გუნდი მზაობას გამოთქვამს პარტნიორობის დასამყარებლად ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებსა და დასახულ მიზნებს: 

  • პარტნიორობა