background

ცნობიერების ამაღლება

ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება მისი ყველაზე სუსტი რგოლის მდგრადობით - თუკი ფართო საზოგადოება არასაკმარისად გათვითცნობიერებულია კიბერუსაფრთხოების ინდივიდუალურ დონეზე დაცვის საკითხში, საფრთხე შეექმნება არამარტო კონკრეტული პიროვნებების პერსონალურ მონაცემებს, არამედ - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოებას.

ხსენებული მიზეზების გამო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საკვანძო დატვირთვა აკისრია ქვეყნის განვითარების პროცესში - მოქალაქეთა მხრიდან ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა მნიშვნელოვნად გაამარტივებს მთელი რიგი ამოცანების წარმატებულად გადაჭრას როგორც თავდაცვის, ასევე განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში.  ამ მიმართულებით ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტმა უკვე გადადგა ქმედითი ნაბიჯები და განაგრძობს აქტიურ მუშაობას, რაც მოიცავს შემდეგი სახის აქტივობების ორგანიზებას:

  • კამპანიები
  • ტრენინგები
  • საინფორმაციო შეხვედრები
  • სარეკომენდაციო დოკუმენტები
  • გზამკვლევები
  • საჯარო დისკუსიები
  • სხვა