background

უსაფრთხოება

ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა თანამედროვეობის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს, ხოლო ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის, ავთენტიფიკაციის, კონფიდენციალურობისა და განგრძობადი მუშაობის დაცვა წარმოუდგენელია მხოლოდ სახელმწიფო სექტორის ძალისხმევის ხარჯზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდისთვის საქართველოში ამ მიმართულების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების სფერო, საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე, საკვანძო მნიშვნელობისაა როგორც კერძო, ასევე არასამთავრობო სექტორის, მედიასაშუალებებისა თუ რიგითი მოქალაქეებისთვის, რის გამოც ამ კუთხით ჩვენი ორგანიზაციის მუშაობა შემდეგ აქტივობებს მოიცავს:

  • კამპანიები
  • ტრენინგები
  • კვლევები
  • რეკომენდაციები
  • გზამკვლევები
  • საინფორმაციო შეხვედრები
  • საჯარო დისკუსიები
  • სხვა