background

სტანდარტიზება

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა უმნიშვნელოვანესია როგორც ქვეყნის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ტექნოლოგიური  კუთხით ზოგადი განვითარების ხელშეწყობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ჩვენს ქვეყანაში არცთუ მცირე ხნის წინ დაიწყო, აშკარაა მისი უფრო ინტენსიურად წარმართვის საჭიროება, რასაც ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად განიხილავს.

სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი ამ კუთხით გეგმავს თანამშრომლობას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთანაც, რაც საგრძნობლად გაზრდის სტანდარტიზების მიმართულებით მუშაობის ეფექტიანობას. გარდა ამისა კი, ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად ხორციელდება შემდეგი აქტივობები:

  • საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა
  • სტანდარტების იმპლემენტაციის გეგმები
  • სარეკომენდაციო დოკუმენტები