background

მხარდაჭერა

ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორსა თუ რიგით მოქალაქეებს. უკანასკნელ წლებში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა ინფორმაციული ქსელის დაზიანების არაერთი მცდელობა, ხოლო კიბერკრიმინალური აქტივობების მსხვერპლი აღმოჩნდნენ არამარტო სახელმწიფო უწყებები, არამედ მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რიგითი მომხმარებლები და ა.შ.

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის ტექნიკური გუნდი დაკომპლექტებულია ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით წლების განმავლობაში მომუშავე გამოცდილი სპეციალისტებისგან. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაცია მზაობას გამოთქვამს კიბერკრიმინალის შედეგად დაზარალებული ორგანიზაციების, კომპანიებისა თუ სახელმწიფო უწყებების შემდეგი სახით დასახმარებლად:

  • ოპერატიული დახმარება
  • ტრენინგი
  • კონსულტაცია
  • შეღწევადობის ტესტირება
  • სხვა