background

გამჭვირვალობა

ქვეყანაში მმართველობითი პროცესების გამჭვირვალობა დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტური პრინციპია, რომლის მიღწევაში ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი განუხრელად იზრდება. მოსახლეობის მიერ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღებას დიდწილად სწორედ ტექნოლოგიები უზრუნველყოფს, შესაბამისად, ამ კუთხით არსებული შეფერხებების აღმოფხვრაც ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებული მიზნების მისაღწევად საქართველოში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, IDIT მზაობას გამოთქვამს ამ სფეროში თანამშრომლობისთვის, ხოლო თავის მხრივ, ჩვენი ორგანიზაცია შემდეგ აქტივობებს ახორციელებს:

  • კვლევები
  • რეკომენდაციები
  • კამპანიები