უკან დაბრუნება

IDIT-სა და Microsoft Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14 ივლისი 2017
IDIT-სა და Microsoft Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 14 ივლისს, ტექნოპარკში კომპანია Microsoft-სა და ა(ა)იპ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტს (IDIT) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. Microsoft Georgia და IDIT პროგრამის Product Donations ფარგლებში ითანამშრომლებენ.

აღნიშნული პროგრამა Microsoft-ის მიერ მთელ მსოფლიოში ხორციელდება და მის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებს სიმბოლურ ფასად გადაეცემათ კომპანიის ლიცენზირებული პროგრამები. საქართველოში პროგრამის განხორციელებას და პროცესის გამართულობის კოორდინირებას IDIT გაუწევს

ღონისძიება გახსნა Microsoft Georgia-ს გენერალური დირექტორმა, ნიკოლოზ დობორჯგინიძემ, რომელმაც კომპანიის მისიასა და Product Donations-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა მსოფლიო მასშტაბით. თავის მხრივ, IDIT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი გვასალიამ დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ მოახსენა, რის შემდეგაც მხარეებმა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ღონისძიების მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმო Product Donations-ის პროგრამის წარდგინებას. გიორგი გვასალიამ საკუთარ პრეზენტაციაში დაწვრილებით განმარტა პროგრამაში მონაწილეობის ეტაპები, კრიტერიუმები და პროდუქტების შეძენისა და გამოყენების სპეციფიკა განიხილეს, რომელთა მიღებაც ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ.

ღონისძიებას დაესწრნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პრეზენტაციების დასრულების შემდეგ კი დისკუსია კითხვა-რეჟიმის წარიმართა. 

მსგავსი აქტივობები