უკან დაბრუნება

Safer Internet Day 2020 ღონისძიებაზე stopbullying.ge-ის პრეზენტაცია გაიმართა

11 თებერვალი 2020
Safer Internet Day 2020 ღონისძიებაზე stopbullying.ge-ის პრეზენტაცია გაიმართა

11 თებერვალს Safer Internet Day 2020 ღონისძიებაზე გაიმართა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის პლატფორმის www.stopbullying.ge პრეზენტაცია. „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც საქართველოში ტარდება ISOC Georgia-ს ორგანიზებით და მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანია მხარი დაუჭიროს ციფრული ტექნოლოგიის პოზიტიურ და უსაფრთხო გამოყენებას, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში ინფორმირებულობის დონის ამაღლების გზით. 

ღონისძიების მსვლელობისას IDIT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი გვასალიამ ისაუბრა პლატფორმის შესახებ. Stopbullying.ge-ის მიზანია ბულინგთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება და დაინტერესებულ პირთათვის პროფესიული კონსულტაციის გაწევა. პლატფორმა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს - იქნება ეს მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი თუ ვინმე სხვა, ანონიმურად დასვას კითხვები, მოყვეს საკუთარი ისტორიები და დროულად მიიღოს მათზე ფსიქოლოგის პასუხი.  

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც გამოიკვეთა თანამშრომლობის სამომავლო პესპექტივები. 

მსგავსი აქტივობები