უკან დაბრუნება

StopBullying-ის პრეზენტაცია საქართველოს რიგით მეხუთე ინტერნეტ მმართველობის ფორუმზე

13 ნოემბერი 2019
StopBullying-ის პრეზენტაცია საქართველოს რიგით მეხუთე ინტერნეტ მმართველობის ფორუმზე

12-13 ნოემბერს „საქართველოს რიგით მეხუთე ინტერნეტ მმართველობის ფორუმი“ (GeoIGF2019) ევროპის საბჭოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ინტერნეტ საზოგადოების და გაეროს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის სამდივნოს რეკომენდაციების გათვალისწინებით თბილისში გაიმართა.

წლევანდელ ფორუმზე "ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის" IDIT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი გვასალიამ ახალი პროექტის StopBullying-ის შესახებ ისაუბრა. ფორუმის დამსწრეებმა პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ მობილურის აპლიკაციაზე, სხვადასხვა ონლაინ ხელსაწყოებზე, დაგეგმილ აქტივობებზე და მის მნიშვნელობაზე მიიღეს ინფორმაცია, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია და პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს. პროექტის აქტიურად ჩაშვება იგეგმება 2019 წლის ნოემბრის დასასრულს.

წლევანდელი ფორუმის თემა საქართველოს ინტერნეტ სივრცის მთავარი გამოწვევები იყო, კერძოდ: საქართველოს ფართოზოლოვანი დაფარვის გამოწვევები და 5G ტექნოლოგიის დანერგვის საკითხები, კონტენტი და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ინტერნეტში, ონლაინ მედია რეგულაციები და ბავშვების დაცვა მავნე ზეგავლენისგან, ე.წ. ნივთების ინტერნეტი (IoT), პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სხვა.

GeoIGF-ი დაფუძნებულია მრავალმხრივი ჩართულობის პრინციპზე, რომელიც მოიცავს სახელმწიფო და კერძო სექტორების, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური სფეროს, ასევე, ტექნოლოგიური საზოგადოების წევრების ჩართვას.

მსგავსი აქტივობები