როგორ ამოვიცნოთ თაღლითობის ნიშნები ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე და როგორ მოვიქცეთ, თუკი უკვე სახიფათო ლინკი გავხსენი?
რა არის ფიშინგი?
როგორ მოვიქცეთ თუკი უკვე გავხსენი ლინკი?
როგორ ამოვიცნოთ ფიშინგის ნიშნები?
აქციე საკუთარი თავი რთულ სამიზნედ.
პირველ რიგში განვიხილოთ რა არის ფიშინგი?
ფიშინგის დროს ბოროტმოქმედი ცდილობს დაგარწმუნოთ გახსნათ ელექტორნულ ფოსტაზე მოსული საეჭვო ლინკი ან ტექსტური შეტყობინება ან მისცეთ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა მაგალითად საბანკო ანგარიშის დეტალები. ლინკზე გადასვლის შემდეგ თქვენ გადადიხართ მავნე ვებ გვერდზე, რის შემდეგაც თქვენდაუნებლიედ თქვენს კომპიუტერში გადმოიწერთ ვირუსებს ან ბოროტმოქმედი მოიპოვებს თქვენს პაროლებს ან იმ ინფორმაციას რომელსაც აღნიშნულ ვებ გვერდზე შესვლისას გასცემთ.
დღევანდელ რეალობაში კიბერ დამნაშავეები სარგებლობენ კორონავირუსით (Covid-19) გამოწვეული ვითარებით .ისინი აგზავნიან შეტყობინებებს ელექტორნულ ფოსტაზე თითქოს დაავადნენ კორონავირუსით და გთხოვენ ფულად დახმარებას. როდესაც ირგვლივ ასეთი შფოთია, მსგავსი ტიპის შეტყობინებებით ძალიან ბევრი მოტყუვდება.
თაღლითური შეტყობინებები შეიძლება რთულად შესამჩნევი იყოს. მათი მიზანია ისე მოახდინონ თქვენზე ზემოქმედება, რომ არც დაფიქრდეთ რა და როგორ გააკეთეთ. თუკი უკვე გახსენით საეჭვო ლინკი , არ აყვეთ პანიკას, რადგან უამრავი გზაა გამოასწორო ფიშინგის შემთხვევები
როგორ მოვიქცეთ თუკი უკვე გავხსენი ლინკი?
თუ თქვენ გახსენით საეჭვო ბმული ან შეავსეთ მონაცემეი მოცემულ ვებგვერდზე, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
როგორ ამოვიცნოთ ფიშინგის ნიშნები?
ელექტორნულ ფოსტაზე ფიშინგის დაფიქსირება საკმაოდ რთულია. შეიძლება ბევრი ამ სფეროში გარკვეულიც კი მოტყუვდეს. თუმცა მეტი სიფრთხილისთვის არსებობს რამდენიმე საერთო ნიშანი:
თქვენი ბანკი (ან ნებისმიერი სხვა ოფიციალური წყარო) არასოდეს მოგთხოვთ პირადი ინფორმაციის მიწოდებსა ელ.ფოსტით. თუ რაიმე შეტყობინებაი დაგაეჭვებთ, დაურეკეთ საჭირო წყაროს დაუყონებლივ.ნუ გამოიყენებთ ნომრებს / ელ.წერილებს, მაგრამ ამის ნაცვლად ეწვიეთ ოფიციალურ ვებსაიტს.
აქციე საკუთარი თავი რთულ სამიზნედ
კრიმინალები იყენებენ თქვენს შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რათა ფიშინგის შეტყობინებები უფრო დამაჯერებელი გახადონ ჩვენთვის. მათთვის სასურველ ინფორმაციას ვებსაიტებიდან და თქვენივე სოციალური ქსელებიდან იღებენ (ინფორმაცია, რომელიც ცნობილია როგორც "ციფრული ნაკვალევი"). იმისათვის რომ მივიღოთ ნაკლები მსგავსი შეტყობინებები, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: