ყოველწლიურად მაისის პირველ ხუთშაბათს პაროლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. პაროლები მნიშვნელოვანია ჩვენი ციფრული იდენტობისთვის და საშუალებას გვაძლევს გვქონდეს წვდომა ონლაინ შოპინგის, გაცნობის, საბანკო, სოციალური მედიის, პირად და სამუშაოსა საკომუნიკაციო საშუალებებზე.
კიბერ სამყაროში უსაფრთხო პაროლის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვიცოდეთ, რომ გრძელი, უნიკალური და რთული პაროლი უკეთ იცავს თქვენს პირად ინფორმაციას. კიდევ ერთი რჩევა: შეცვალეთ თქვენი პაროლები რამდენიმე თვეში ერთხელ და იმ დროს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ანგარიშები კომპრომატირებულია.
აღნიშნეთ ეს დღე და ეწვიეთ PasswordDay.org და ასევეს გამოიყენეთ #WorldPasswordDay ჰეშთეგი. გააზიარეთ პაროლის შესახებ ეს რჩევები სოციალურ მედიაში:
პირველად უსაფრთხოების მკვლევარმა მარკ ბურნეტმა, თავის წიგნში ‘’სრულყოფილი პაროლები’’, მოუწოდა ხალხს აღენიშნათ „პაროლის დღე“, როდესაც მათ უნდა განეახლებინათ საკუთარი პაროლები. სწორედ ეს იდეა გახდა ბევრისთვის შთაგონების წყარო, მაგალითად, 2013 წელს Intel Security-ის ინიციატივით მაისის თვის პირველი ხუთშაბათი გამოცხადდა პაროლის მსოფლიო დღედ. ასევე, Big Monocle-მა 2016 წელს წარადგინა ინიციატივა, რომ პაროლის დღე გულისხმობდეს ცნობიერების ამაღლებას ძლიერი პაროლის ქონის აუცილებლობის შესახებ.
Big Monocle დაარსდა 2012 წელს და სააგენტო ქმნის კრეატიულ ბრენდინგსა და მარკეტინგს და თავიანთი საქმიანობით გვიყვებიან მნიშვნელოვან ისტორიებს. ნიჭიერი პროფესიონალების მათი მზარდი, ენერგიული გუნდი ყურადღებას ამახვილებს გამოცდილების განვითარებასა და ყველა კლიენტთან ურთიერთობაზე.
წყარო: nationaldaycalendar.com