უკან დაბრუნება

IDIT-სა და EMIS-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 მაისი 2020
IDIT-სა და EMIS-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 15 მაისს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (EMIS) შორის გაფორმდა მემორანდუმი საგანმანათლებლო სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და  ხელშეწყობის, ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის აღმსრულებელმა დირექტორმა, გიორგი გვასალიამ და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ. 

მხარეები შეთანხმდნენ გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებების, სემინარების, აქტივობების დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესში. 

მხარეთა პირველ საერთო აქტივობად იგეგმება 1 ივნისს ანტი-ბულინგის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენციის ჩატარება. კონფერენცია ჩატარდება ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მხარდაჭერით და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი არის გამოცდილი ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტების, ექსპერტების და იურისტების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია. ჩვენი მიზანია ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურად დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, რეკომენდაციების მომზადება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. 

მსგავსი აქტივობები