ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის ინიციატივით 2020 წლის 1 ივნისს საქართველოში პირველად აღინიშნა ანტი-ბულინგის დღე და ჩატარდა ონლაინ კონფერენცია კიბერ ბულინგის შესახებ. კონფერენციის გაიმართა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებითა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მხარდაჭერით.
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის გარდა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კიბერუსაფრთხოების ბიურომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა, გაეროს ბავშვთა ფონდმა, საქართველოს სახალხო დამცველის სამსახურმა, PH International Georgia-მ, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითმა ცენტრმა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, მონაცემთა გაცვლის სააგენტომ და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ.
გამომსვლელებმა ისაუბრეს კიბერ ბულინგთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებაზე და ამ მიზნით განხორციელებულ პროექტებს, ასევე სამომავლო გეგმებზე. კონფერენციაზე მონაწილე ორგანიზაციები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავების და საქმიანობის უფრო მჭიდროდ კოორდინირების შესახებ.
კონფერენციის ფარგლებში მზადდება საერთო სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელშიც აისახება მონაწილეთაგან მიღებული ინფორმაცია, მოხდება არსებული რეალობის ანალიზი და შემუშავდება რეკომენდაციები.
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი მიესალმება ნებისმიერ მსურველს, რომელსაც სურს ჩაერთოს ანტი-ბულინგის დღის აღნიშვნაში და კიბერ ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ღონისძიება იხილეთ შემდეგ მისამართზე: Live ჩანაწერი