2022 წლის 8 თებერვალს უსაფრთხო ინტერნეტის დღის აღნიშვნის ფარგლებში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტმა (IDIT) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად გამართა ონლაინ ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერისტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე, მამუკა ბუბუტეიშვილი, რომელმაც ისაუბრა უსაფრთხო ინტერნეტის დღის და ინფორმაციული უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საკუთარი გამოსვლებისას ისაუბრეს სტუდენტების მონაცემების დასაცავად მათ მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ. ასევე, იმ პროგრამების და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც უნივერსიტეტი აძლევს საკუთარ სტუდენტებს. ღონისძიების მიწერულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს მზაობა, რომ დაინტერესებულ სტუდენტებს მომავალში შესთავაზონ არაერთი საგანმანათლებლო ტიპის აქტივობა.
უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით, იხილეთ: https://isoc.ge/saferinternetday
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შესახებ დამატებით იხილეთ:
https://gtu.ge/News/18853