უკან დაბრუნება

IDIT-ის შეთავაზება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის

20 აგვისტო 2017
IDIT-ის შეთავაზება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის

ბოლო თვეებში კიბერთავდასხმების შედეგად დაზიანდა ქართულ სივრცეში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების ვებგვერდი (Gurianews, Iberia TV, Mediachecker, Qartia.org.ge, Epn.ge და სხვ.), რამაც გამოიწვია ამ ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაკარგვა და საქმიანობის სერიოზული შეფერხება. 

ა(ა)იპ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი (IDIT) დაარსების დღიდან მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვას ქვეყნის ინფორმაციული სივრცის უსაფრთხოების უკეთ უზრუნველსაყოფად. 

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს გუნდს გააჩნია ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის შესაბამისი ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ხოლო ორგანიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს ზემოხსენებული ინციდენტების პრევენცია წარმოადგენს, IDIT მზადაა, სურვილის შემთხვევაში უსასყიდლოდ გაუწიოს დახმარება იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთაც არ გააჩნიათ კიბერსივრცეში უსაფრთხოების დამოუკიდებლად უზრუნველსაყოფის შესაძლებლობა, და ჩაუტაროს მათ ე.წ. „შეღწევადობის ტესტირება“ (Penetration Test). 

ტესტირების ფარგლებში შემოწმდება ორგანიზაციების ვებგვერდების დაცულობა და განხორციელდება სხვადასხვა ტიპის შეტევების სიმულაცია, ხოლო ტესტირების დასრულების შემდეგ, ანალიზის შედეგად, გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები კიბერსივრცეში მათი თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად. 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 

 

ელ-ფოსტა: [email protected]; ტელ: +995 032 2 560 561