ბულინგის საწინააღმდეგო ონლაინ პლატფორმა

StopBullying ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ამ თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულობის ზრდას.

კამპანიის ფარგლებში შექმნილია ვებგვერდი Stopbullying.ge, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ბულინგთან დაკავშირებული აქტუალური ინფორმაცია და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება გარშემომყოფებს.