ელექტრონული მმართველობა

ელექტრონული მმართველობა მოიცავს საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიის გამოყენებას სახელმწიფო სერვისების, ინფორმაციის მიმოცვლის და ტრანზაქციების დასარეგულირებლად. ელექტრონული მმართველობა ერთმანეთთან აკავშირებს მთავრობის ცალკეულ სისტემებსა და მოქალაქეს, მთავრობასა და ბიზნესს, მთავრობის სხვადასხვა სისტემას, მთავრობასა და დასაქმებულებს, და ათავსებს საოფისე პროცესებსა და კავშირებს ერთიან სამთავრობო ჩარჩოში. ელექტრონული მმართველობის საშუალებით, სახელმწიფო სერვისები მოქალაქეებისთვის მოსახერხებელი, ეფექტური და გამჭვირვალე გზითაა ხელმისაწვდომი.