მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა სიახლე

, სიახლე

IDIT განახლებული საიტით და ახალი მიმართულებით — ხელოვნური ინტელექტი

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი აგრძელებს საქმიანობას. ჩვენი მთავარი მიმართულება ამიერიდან ხელოვნური ინტელექტი და ციფრული პოლიტიკაა.

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი (IDIT) აგრძელებს საქმიანობას განახლებული ვებგვერდით და ახალი მთავარი მიმართულებით — ხელოვნური ინტელექტი და ციფრული პოლიტიკა.

2016 წლიდან IDIT მუშაობდა ელექტრონულ მმართველობაზე, ონლაინ სივრცეში ადამიანის უფლებებზე და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე: მოვამზადეთ რეკომენდაციები კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისთვის, ვკოორდინირებდით Microsoft-ის პროდუქტების დონაციის პროგრამას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და შევქმენით ბულინგის საწინააღმდეგო პლატფორმა StopBullying.

ხელოვნური ინტელექტი დღეს იმავე კითხვებს სვამს, ოღონდ უფრო მწვავედ: როგორ დავიცვათ პერსონალური მონაცემები, ვინ აგებს პასუხს ალგორითმის გადაწყვეტილებაზე და როგორ ვისარგებლოთ ახალი ტექნოლოგიით ისე, რომ საზოგადოებამ მოიგოს. ამიტომ ვფოკუსირდებით:

  • AI-ის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკის კვლევასა და რეკომენდაციებზე საქართველოსთვის;
  • საჯარო კონსულტაციებში და სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებაზე, რომ AI ინსტრუმენტები უსაფრთხოდ გამოიყენონ.

ჩვენი წინა წლების ყველა პუბლიკაცია და პროექტი ხელმისაწვდომია ამავე საიტზე. თუ გსურთ თანამშრომლობა, მოგვწერეთ ან შემოგვიერთდით.