მთავარ შინაარსზე გადასვლა

ხელოვნური ინტელექტი ქართული საზოგადოების სასიკეთოდ

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი (IDIT) 2016 წლიდან ხელს უწყობს ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოში. დღეს ჩვენი მთავარი მიმართულებაა ხელოვნური ინტელექტი — პოლიტიკის კვლევა, სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და სამოქალაქო სექტორის გაძლიერება.

ახალი მიმართულება

ხელოვნური ინტელექტი და ციფრული პოლიტიკა

ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის, როგორ მუშაობს სახელმწიფო, ბიზნესი და სამოქალაქო საზოგადოება. ვაგრძელებთ იმავე მისიას, რომლითაც 2016 წელს დავიწყეთ: ახალი ტექნოლოგია ადამიანებს უნდა ემსახურებოდეს, იცავდეს მათ უფლებებს და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.

პოლიტიკის კვლევა
ვსწავლობთ ხელოვნური ინტელექტის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის ევროკავშირის AI აქტს, და ვამზადებთ რეკომენდაციებს საქართველოსთვის.
სახელმწიფოსთან თანამშრომლობა
ვმონაწილეობთ საჯარო კონსულტაციებსა და სამუშაო შეხვედრებში, სადაც ციფრული და AI პოლიტიკა იქმნება.
AI სამოქალაქო სექტორისთვის
ვეხმარებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოიყენონ.
უფლებები და უსაფრთხოება
ვიცავთ პერსონალურ მონაცემებსა და ადამიანის უფლებებს AI-ის ეპოქაში — ეს ჩვენი ონლაინ უფლებებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საქმიანობის გაგრძელებაა.

საქმიანობა

როგორ ვმუშაობთ

პროექტები

ყველა პროექტი

ბოლო პუბლიკაციები

ყველა პუბლიკაცია
  1. სიახლე

    IDIT განახლებული საიტით და ახალი მიმართულებით — ხელოვნური ინტელექტი

    ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი აგრძელებს საქმიანობას. ჩვენი მთავარი მიმართულება ამიერიდან ხელოვნური ინტელექტი და ციფრული პოლიტიკაა.

  2. სიახლე

    IDIT-მა და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსტეტმა უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღნიშნეს

    2022 წლის 8 თებერვალს უსაფრთხო ინტერნეტის დღის აღნიშვნის ფარგლებში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტმა (IDIT) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად გამართა ონლაინ ღონისძიება.

  3. ღონისძიება

    ანტი-ბულინგის დღე 2020

    ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის ინიციატივით 2020 წლის 1 ივნისს საქართველოში პირველად აღინიშნა ანტი-ბულინგის დღე და ჩატარდა ონლაინ კონფერენცია კიბერ ბულინგის შესახებ.

  4. სიახლე

    საქართველოში პირველად ანტი-ბულინგის დღე აღინიშნება

    1 ივნისს (ბავშვთა დაცვის დღეს) ააიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მხარდაჭერით საქართველოში პირველად აღინიშნება ანტი-ბულინგის დღე.

  5. სიახლე

    IDIT-სა და EMIS-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    მიმდინარე წლის 15 მაისს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (EMIS) შორის გაფორმდა მემორანდუმი საგანმანათლებლო სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა…

IDIT ღიაა ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის, ვისაც სურს, რომ ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი საქართველოში საზოგადოების სასიკეთოდ განვითარდეს.