უკან დაბრუნება

საქართველოში პირველად ანტი-ბულინგის დღე აღინიშნება

24 მაისი 2020
საქართველოში პირველად ანტი-ბულინგის დღე აღინიშნება


1 ივნისს (ბავშვთა დაცვის დღეს) ააიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მხარდაჭერით საქართველოში პირველად აღინიშნება ანტი-ბულინგის დღე. 

ანტი-ბულინგის დღის ფარგლებში 15:00 საათზე გაიმართება ონლაინ კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება კიბერ ბულინგს, მისი თავიდან ასაცილებლად განხორციელებულ ღონისძიებებს და ბრძოლის სამომავლო გზებს. კონფერენცია ჩატარდება ყოველწლიურად. კონფერენციაზე ისაუბრებენ, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძოდ: 

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი;
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; 
  • კიბერუსაფრთხოების ბიურო;
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; 
  • ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; 
  • გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF);
  • საქარტველოს სახალხო დამცველის; 
  • Ph international Georgia; 
  • კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრი; 
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; 
  • მონაცემთა გაცვლის სააგენტო; 
  • საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია;

კონფერენციაზე ასევე იგეგმება ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის პროექტის - www.stopbullying.ge-ის პრეზენტაცია. აღნიშნული პლატფორმის მიზანია ბულინგთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და დაინტერესებულ პირთათვის პროფესიული კონსულტაციის გაწევა. 

კონფერენციის მოსმენა/დასწრება შესაძლებელია ყველა მსურველისთვის შემდეგ მისამართზე - https://bit.ly/AntiBullyingDayLive2020 

დეტალური ინფორმაცია დღის წესრიგის შესახებ იხ. ბმულზე: https://bit.ly/AntiBullyingDday2020

ღონისძიების Facebook ივენთი იხ. Ბმულზე  https://www.facebook.com/events/224853998805189/

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი არის გამოცდილი ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტების, ექსპერტების და იურისტების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია. ჩვენი მიზანია ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურად დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, რეკომენდაციების მომზადება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ გვერდი: idit.ge). 

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: [email protected] 

მსგავსი აქტივობები